შეფერხება თბილისის აეროპორტში - ანტალიის მიმართულებით ავიარეისი ვერ შესრულდა

23.06.24 10:51
შეფერხება თბილისის აეროპორტში - ანტალიის მიმართულებით ავიარეისი ვერ შესრულდა

შეფერხებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. დილის 04:00 საათიდან ანტალიის მიმართულებით მიმავალი მგზავრები ფრენის მოლოდინში არიან. 

130-მდე ადამიანს კომპანია "სან ექსპრესმა" განუმარტა, რომ ფრენის გადადების მიზეზი ეკიპაჟია, რომელსაც ფრენის ვადა ამოეწურა. ახლა თურქეთიდან ახალი ეკიპაჟი უნდა ჩამოვიდეს, რომ ავიაბოინგით ხალხი გადააფრინოს. ამ წუთებში მოქალაქეები სასტუმროებში გადაჰყავთ.

მსგავსი სიახლეები