ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია 3 გზით განხორციელდება

23.07.21 18:15
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია 3 გზით განხორციელდება

 ,,ფაიზერის" ვაქცინაზე რეგისტაციას ხალხი სამი გზით შეძლებს, საიტით, ცხელი ხაზითა და ცოცხალი რიგით. სანამ სამინისტრო ცოცხალი რიგის საკითხს ოფიციალურად დაამტკიცებს, მანამ მოქალაქეები ვაქცინის მიღებას 2 გზით შეძლებენ. ფაქტია, რომ პორტალზე რეგისტრაციის პრაქტიკამ არ გაამართლა და საიტმა გაჭედა, ამიტომ დარჩენილია ცხელი ხაზი. 15-22-ზე დარეკვით მოქალაქეებს შეუძლიათ, ვაქცინაციაზე ჯავშანი აიღონ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საიტი უკვე აღარ გაჭედავს, რადგან მასზე ყველაზე მაღალი რანგის აიტი სპეციალისტებმა იმუშავეს და ხარვეზი გამოასწორეს. გარდა ამისა

რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი პორტალის და ცხელი ხაზის, 15-22-ის, მეშვეობით, რომ  პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ერთიანი რიგი დავიცვათ, შემდეგ უკვე იქნება შესაძლებელი, ვირტუალური რიგი დავიცვათ, ასე რომ მოქალაქეებს, ვინც ვერ მოახერხა რეგისტრაცია, შეუძლიათ, მივიდნენ იმ 37 დაწესებულებაში, სადაც აცრები ტარდება, ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება, - აცხადებს გაბუნია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს ცოცხალი რიგის გამოყენება რამდენიმე კვირაში უკვე  შეეძლებათ. ამის შესახებ მათ ინფორმაციას მიაწვდიან. ჯანდაცვის ექსპერტებს კი ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. კერძოდ, თუ პორტალზე ვერ მოხერხდა მოქალაქეების დარეგისტრირება, როგორ მოხდება დიდი რაოდენობით მოქალაქეების მიღება ცოცხალ რიგში.

ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე, არ გამორიცხავს, რომ ცოცხალ რიგში ვაქცინაცია ,,ქართულ ჯიგრულ პონტში" მოხდეს. 

ცოტა რთულად წარმომიდგენია, ვერ მართეს წინასწარ ჩაწერებით. არ გამოვრიცხავ, რომ ცოცხალ რიგში იყოს ქართული ჯიგრული პონტი.  ამის კონტროლს ესენი ვერ განახორციელებენ - ამბობს ვატო სურგულაძე.