თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით კიდევ სამი დღე მიეწოდება

23.06.24 13:46
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით კიდევ სამი დღე მიეწოდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით კიდევ სამი დღე მიეწოდება. სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენად "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" თანამშომლები ამ წუთებშიც მუშაობენ. ნაყარი მიწის გამო  მეწყრული ფერდი იმდენად იყო დაზიანებული, რომ მის დამუშავებას დღეები დასჭირდა. ჩატარდა პრობლემისს დიაგნოსტირებაც. ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაცც დაიწყო, თუმცა გომელაურის უწყებისგაან ჯერჯერობით სიახლე არ ისმის.