ხმაური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - ანტალიის ავიარეისს 300-მე მგზავრი ისევ ელოდება
ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 300-მდე მგზავრი უკვე მე-12 საათია უშედეგოდ ელოდება ავიახომალდის ანტალიისკენ გაფრენას. ათობით მოქალაქეს მთელი დღის განმავლობაში ჰპირდებიან, რომ თვითმფრინავში ჩასხდომა წუთი წუთზე დაიწყება, თუმცა უკვე საათები გავიდა, მაგრამ ბოინგი არ ჩანს. "სან ექსპრესში" ამტკიცებენ, რომ ახალ ეკიპაჟს ეძებენ, რათა რეისი შეასრულონ.
მგზავრებთან დალაპარაკება "სან ექსპრესის" წარმომადგენლებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მოქალაქეებმა სხვა მგზავრებს დისკომფორტი შეუქმნეს და შესასვლელი გადაკეტეს. ადგილზე გამოჩნდა პოლიციაც.
მომლოდინე მგზავრებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც, თუმცა დაპირების მიუხედავად, ღამე ნათევი და გადაღლილი მგზავრები სასტუმროებშიც კი არ შეუსახლებიათ.