გაუჩინარებული პროფესორის ძებნის ოპერაციაში მოლაშქრეები ერთვებიან

23.06.24 17:29
გაუჩინარებული პროფესორის ძებნის ოპერაციაში მოლაშქრეები ერთვებიან

გაუჩინარებული პროფესორის ძებნის ოპერაციაში მოლაშქრეები ერთვებიან. ამ წუთებში გიორგი გახელაძის ოჯახის წევრები უძოს მონასტრეთან იკრიბებიან. 57 წლის მამაკაცის ძებნას ახლა უკვე ამ ტერიტორიიდან განაახლებენ და ტყის მასივებს შეამოწმებენ. 

ამ ეტაპზე არაფერი ხელჩასაჭიდი არ გავქვს, უბალოდ, ჩვენი ძალებით, სამოქალაქო ძალებით ვცდილობთ, რომ შემოგარენში გავცვალოთ ინფორმაცია და ვეძიოთ ადგილებში, სადაც გვირჩეს, მიგვასწავლეს, რომ მსგავსი შემთხვევები ყოფილა და უპოვიათ ადამიანები, სწორედ ამიტომ, ვცდილობთ საძიებო არეალის გაფართოებას, - ამბობს პროფესორის შვილი. 

უკვე მეხუთხე დღეა 57 წლის მამაკაცის კვალზე ვერავინ გავიდა. საქმეში ჩართულია პოლიცია, მაშველები, ათობოთ მოქალაქე და თერმო დრონებიცც, თუმცა ყველა მცდელობა ამ დრომდე უშედეგოდ სრულდება.