კანონდარღვევა და მოწოდება ძალადობისკენ - მედიაექსპერტები წულუკიანზე

23.07.21 18:34
კანონდარღვევა და მოწოდება ძალადობისკენ - მედიაექსპერტები წულუკიანზე

კანონის დარღვევა და პირდაპირი მოწოდება ძალდობისკენ -  მედიაექსპერეტები ამბობენ, რომ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და წახაალისა ძალადობა, რომელიც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ხელისუფლებამ წამოიწყო. 

,,მედიის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი , თამარ კინწურაშვილი, ტვ პირველთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანმა ,,ქართული ოცნების" მიერ გაცხადებული პოლიტიკა განახორციელა.

მას შემდეგ, რაც არც ერთი ორგანიზატორი არ დასჯილა 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საკუთარი პოლიტიკური გუნდი გაწიროს, ,,ქართული ოცნების" მიდგომა და პოლიტიკაა ის, რაც ქმედებაში გამოხატა კულტურის მინისტრმა. - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

ნინია კაკაბაძის თქმით, თეა წულუკიანი კრიმინალია.

ეს არის პირდაპირ ძალადობის წახალისება და პრაქტიკულად მოწოდება, რომ ამ ადამიანებს როგორც გინდათ, ისე მოექეცით. ნუ უყურებთ, კანონს არღვევთ, თუ არა, მთავარია, რომ დაჩაგრეთ, ცუდად მოექეცით, ასე რომ ჩემი ერთსიტყვიანი შეფასებით თეა წულუკიანი კრიმინალია- განაცხადა ,,ტვ პირველთან" ნინია კაკაბაძემ. 

გუშინ სენაკში რეაბილიტირებული თეატრის შენობის გახსნის ღონისძიებაზე კულტურის მინისტრმა ,,მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი გამოსტაცა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია. არხის ხელმძღვანელობამ დღეს წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.