რუსული გაზის ტყვეობაში - საქართველო ოკუპანტ ქვეყნაზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება
საქართველო რუსული გაზის ტყვეობაშია. ოფიციალური სტატისტიკით არის დადგენილი, რომ ოკუპანტ ქვეყანზე სულ უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული. მონაცემები საგანგაშოა. თუ ჯერ კიდევ 2020 წელს რუსული გაზის წილი 2-დან 3 პროცენტი იყო, დღეს თითქმის 17-მდე ავედით.
რუსული გაზის იმპორტი იზრდება, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე. ჩნდება კითხვა - რატომ თუ ვიცით, რომ ბაქოდან შემოტანილი გაზი იაფიც გვიჯდება და რისკებიც ნაკლები ახლავს თან. საგულისხმოა ერთი დეტალიც: რუსულ გაზს მთელი ევროპა თავიდან იცილებს და ბოიკოტს ყველაზე ერთგული კლიენტებიც კი აცხადებენ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.