სროლა საქართველო -რუსეთის საზღვართან - მოკლულია 1 ადამიანი
სროლა საქართველო - რუსეთის საზღვართან - გაგრაში რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ერთი ადამიანი მოკლეს. დაჭრილია სამი, აქედან ერთი არასრულწლოვანია.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, აფხაზური პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი მანქანას გუშინ გაუხსნეს და მიიმალნენ. ავტომობილში მყოფებიდან ერთი ადგილზე დაიღუპა.
გაგრის პროკურატურა გამოძიებას იარაღის უკანონო შენახვა- გადატანის მუხლებით აწარმოებს. ჯერ მსროლელთა იდენტიფიცრება ვერ ხერხდება.