პროფესორის ძებნის ოპერაცია გრძელდება - გახელაძის მსგავსი პირი ლოტკინის დასახლებაში შენიშნეს
თბილისში ამ დრომდე ვერ პოულობენ გაუჩინარებულ პროფესორს. გიორგი გახელაძის ძებნის ოპერაცია დღეს ლოტკინზე ჩატარდება. წუთი წუთზე იქ მაშველებს და მოხალისეებს ელოდებიან.
პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ გახელაძის მსგავსი პირი ლოტკინის დასახლებაში შენიშნეს, ამიტომ 57 წლის კაცს დღეს ლოტკინზე ცოცხალი ძალაც მოძებნის და თერმული დრონებიც.
უკვე მე-6 დღეა 57 წლის მამაკაცის კვალზე ვერავინ გავიდა. საქმეში ჩართულია პოლიცია, მაშველები, ათობოთ მოქალაქე და თერმო დრონებიც, თუმცა ყველა მცდელობა ამ დრომდე უშედეგოდ სრულდება.