თბილისის ინფექციურ სავადმყოფოში 49 წლის ქალი ყირიმ კონგოს ცხელებით გარდაიცვალა
49 წლის ქალი, რომელიც ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რეანიმაციაში მოთავსდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, პროცესები უკვე ღრმად იყო წასული”, – განაცხადეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.
ცხოველთა ტკიპები, რომლებიც ყირიმ-კონგოს ვირუსის გადამტანები არიან, ზაფხულში აქტიურდებიან. ეს დაავადება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. სამცხე-ჯავახეთი ყირიმ-კონგოს გავრცელების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა.
დაავადების მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.
ეს ვირუსი პირველად 1944 წელს ყირიმში აღმოჩნდა. მოგვიანებით, მსგავსი დაავადება აღირიცხა კონგოში, ნიგერიაში, სენეგალსა და კენიაში.