პირები, რომლებმაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე ადამიანი მოკლეს, დააკავეს

24.06.24 12:14
პირები, რომლებმაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე ადამიანი მოკლეს, დააკავეს

პირები, რომლებმაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე ადამიანი მოკლეს, დააკავეს. ინფორმაციას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს. 

მათი ცნობით, დაკავებულია 4 პირი, კიდევ 3 იძებნება. ცნობილია, რომ ერთი დამნაშავე დააკავეს რუსეთის ტერიტორიაზე, სამი კი აფხაზეთში დააკავეს. ყველა პირი იდენტიფიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ გაგრაში რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ერთი ადამიანი მოკლეს. დაჭრილია სამი, აქედან ერთი არასრულწლოვანია. დანაშაულის მოტივი უცნობია. 

 

მსგავსი სიახლეები