"კითხულობდა, სად ვარ და რატომ ვარ აქ" - გიორგი გახელაძეს ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარედ ეძებენ
გიორგი გახელაძის ძებნის ოპერაცია ინტენციურად გრძელდება - ბოლო მონაცემებით, მთელი ყურადღება ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტეროტორიისკენაა მიმართული.
დაახლოებით, საათნახევრის წინ იქ ერთი პირი შენიშნეს, რომელიც გახელაძეს ჰგავდა. გამომძიებლები ერთ-ერთ ობიექტზე არიან შესული და სათვალთავლო კამერებს სწავლობენ. დღეს გადაეცემა ოჯახს საბანკო ამონაწერიც. ამით დადგინდება, განახორციელა თუ არა საბანკო ბარათით რაიმე ტრანზაქცია გაუჩინარებულმა პროფესორმა.
შემოვიდა ზარი ქალისგან, რომელიც ამბობდა, რომ ამ წუთას დაინახა გიორგი ოქროყანის სასაფლაოს შესასვლელთან, ბორდიურთან ჩამომჯდარი, ფრესკოს ოფისის წინ, იმ წამსვე გადავეცი ინფორმაცია პატრულს, გამომძიებელს და მე შევცვალე მიმართულება და წამოვედი აქეთ, მივდიოდი თემქაზე. ამოვედით პატრულიც მოვიდა, მაგრამ აქ არ ჩანს. კითხულობდა, სად ვარ და რატომ ვარ აქ - სავარაუდოდ, არის გათიშული, არ ვიცი, რა დაემართა, მსგავსი არაფერი არ ჰქონია, კარგი მეხსიერება და კი იცით, როგორი ჭკვიანი ადამიანია, რაღაც მოხდა მის გონებაში, ან ინსულტი ან არ ვიცი,“ - ამბობს ირმა მალაციძე.