სისხლიანი გარჩევა მარნეულში - არიან დაშავებულები და დაკავებულები
მარნეულში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების დროს შუახნის ქალი დაჭრეს - ინფორმაციას გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსთაველის ქუჩაზე მოზარდებს შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მოსული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი მათგანის დედა მკლავის არეში დაჭრეს.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაიყვენეს.
სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე ორი ახალგაზრდა დააკავეს, ერთი კი მოწმის სახით წაიყვანეს.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.