ცნობილია, ვინ დაესწრება ევროპის ჩემპიონატის ფინალს - "კოკა-კოლამ" გამარჯვებულები გამოავლინა
კოკა-კოლას გათამაშების გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალს დაესწრება. სულ რამდენიმე წუთის წინ კოკა-კოლას ქარხანაში გამარჯვებულები გამოავლინეს. ეროვნული ნაკრების მუდმივმა მხარდამჭერმა კოკა-კოლამ 16 ადამიანი დააჯილდოვა. გათამაშება ორ ეტაპად ჩაატარდა. ერთი ნაწილი უკვე გერმანიაშია, მეორე ნაწილი კი ფინალზე ჩავა.
3 გამარჯვებულს 10 დღიანი საგზური გერმანიაში და სტადიონზე შესასვლელი ბილეთები პირადად თემურ ჭყონიამ გადასცა.
ენით აუღწერელია ეს ბედნიერება და ნამდვილად ოცნებები ხდება! დიდი მადლობა! ერთი თავსახური მქონდა მოვიგე, - ამბობს ერთ-ერთი გამარჯვებული.
კოკა კოლის გათამაშება დასრულდა, საბედნიეროდ, კარგად. გამარჯვებულები გვყავს, ყველა ბედნიერია და მომავალ თამაშებზე წარმატებებს გისურვებთ!, - მაბობს თემურ ჭყონია.