გიორგი გახელაძის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს
გიორგი გახელაძის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს - ახლა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ უნდა დაადგინოს, თუ რა გახდა 57 წლის პროფესორის გარდაცვალების მიზეზი.
ცნობისთვის, გაუჩინარებული გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის სიახლოვეს იპოვეს.
57 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 100-მდე მოხალისე იყო ჩართული.
შსს გამოძიებას ისევ გატაცების მუხლით აწარმოებს.