პროფესორის საქმე: მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება?
ერთკვირიანი გაუჩინარების ამბის ტრაგიკული დასასრული - გიორგი გახელაძის ცხედარს ცოტა ხანში ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენებენ. სწორედ ექსპერტებმა უნდა თქვან, რასთან გავაქვს საქმე - ეს იყო მკვლელობა, თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა.
პროფესორ გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარედ პოლიციამ იპოვა და ამოიცნო მოქალაქემ, რომელიც ტყეში ძაღლს ასეირნებდა. თვითმხილველის მონათხრობით, "პირველებთან" უბედური შემთხვევის ვერსიას გამორიცხავს, რადგან ის ამბობს, რომ ცხედარი ბუჩქებში ნახეს, იმ ადგილზე კი გადავარდნა ან ჩაგორება შეუძლებელია.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.