მშენებლობა დედაქალაქის ინტერესების ხარჯზე - ივანიშვილი ორთაჭალაში ცათამბჯენების მშენებლობას გეგმავს

24.06.24 20:58
მშენებლობა დედაქალაქის ინტერესების ხარჯზე - ივანიშვილი ორთაჭალაში ცათამბჯენების მშენებლობას გეგმავს

 

 

 

ცათამბჯენები ტელევიზიის შენობის ნაცვლად - ბიძინა ივანიშვილი აქტიური დეველოპერი ხდება. ოლიგარქის ორი ახალი ცათამბჯენიდან ერთი 49 სართულიანი იქნება. მასშტაბური კომპლექსის აშენებას "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე 117 ათას კვადრატულზე,   ორთაჭალის ჰესთან გეგმავს. ახალ მშენებლობისთვის ნებართვას ივანიშვილის ფონდი "ქართუ" ითხოვს. ყველაფერს ოლიგარქი ქველმოქმედების სახელით აკეთებს, რაც დიდი მაქინაციების შესახებ ბევრ კითხვას აჩენს.

მდინარის ჭალაში ივანიშვილი ახალ ცათამბჯენებს ისევ დედაქალაქისა და ხალხის ინტერესების ხარჯზე აშენებს. მასშტაბური კომპლექსი ორთჭალაში ნიშნავს კიდევ ერთ გაუვალ ტერიტორიას. ამ ადგილზე ისედაც სულ საცობია. ახალი მშენებლობის შემდეგ კი, მანქანების ნაკადი მოიმატებს და გადადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. პროექტი, რომელიც ოლიგარქმა მერიაში წარადგინა, ოპოზიციისთვის ქალაქის დაღუპვის ტოლფასია.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.