სისხლიანი გარჩევა ეკლესიის ეზოში - სასამართლომ ყოფილი პოლიციელი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

24.06.24 20:03
სისხლიანი გარჩევა ეკლესიის ეზოში - სასამართლომ ყოფილი პოლიციელი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

თელავის რაიონულმა სასამართლომ თემურ ოთინაშვილი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა - გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს განზრახ მკვლელობას ედავებოდა.

უფლებადამცველის, მაგდა კოტრიკაძის ცნობით, მოსამართლე თამარ კაპანაძემ თემურ ოთინაშვილისთვის წარდგენილი მუხლი გადააკვალიფიცირა და მას აუცილებელი მოგერიების ფარგლებში გადაცდომის გამო ორ-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გამამართლებელი განაჩენი. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ
თ.ო წარდგენილ ბრალდებაში გ ა ა მ ა რ თ ლ ა.

სს კოდექსი 19,109-ე ( განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან ორზე მეტი პირისა) გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში და გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 113- მუხლზე, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს  გადაცილებით", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტში 2023 წლის 3 ოქტომბერს მოხდა. ოთინაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თანასოფლელი, 47 წლის გელა გუჩმაზაშვილი, მოკლა, დაიჭრა ერთი პირი, რომელიც დაპირისპირებული თანაკლასელების გაშველებას ცდილობდა. მკვლელობაში ბრალდებული სპეცრაზმელი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს.