რატომ არ ათამაშეს ბუდუ ზივზივაძე ჩეხეთის ნაკრებთან? - რას ამბობს კახა კალაძე

24.06.24 23:19
რატომ არ ათამაშეს ბუდუ ზივზივაძე ჩეხეთის ნაკრებთან? - რას ამბობს კახა კალაძე

"როგორც "გამჭვირვალობის კანონი" იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა" - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" ბუდუ ზივზივაძეს პოლიტიკური ნიშნით არ დევნის.

ამასთანავე, კახა კალაძე მოსაზრებას, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრს გაცხადებული სამოქალაქო პოზიციის გამო არ ათამაშებენ, "სიბინძურეს" უწოდებს და აცხადებს, რომ მოცემული თვალსაზრისი ჭეშმარიტებას არ შეესაბამება.

ქართველ გულშემატკივარს არ მინდა, რომ შეურაცხყოფა მივაყენო. ვინც ერკვევა ფეხბურთში, ეს მათ არ ეხებათ. აქ საუბარია სიბინძურეზე, რომ თითქოს, მე ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ. თითქოს, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა. ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ. ჩვენ ვნახეთ ვინ წერს მსგავს კომენტარებს, გავაკეთეთ ანალიზი და 99% ვინც ამას წერს, არიან ისინი, ვინც "გამჭვირვალობის კანონს" აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და იყო რუსული. როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთი დიდი სიბინძურე მოიფიქრო...

როგორც "გამჭვირვალობის კანონი" იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა. ეს არის ძალიან დიდი სისულელე", - ამბობს კალაძე.