უბედური შემთხვევა ვალეში - ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა

25.06.24 10:26
უბედური შემთხვევა ვალეში - ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა

გუშინ ვალეში უბედური შემთხვევა მოხდა - წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომელი დაიღუპა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

როგორც "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" გამოცემას უთხრეს,  მეორე მამაკაცი გარდაცვლილი თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალციხის კლინიკა "ევექსში" გადაიყანეს. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.