სისხლიანი გარჩევა ვაკეში - გიორგი რუხაძის დაცვის წევრი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

25.06.24 11:48
სისხლიანი გარჩევა ვაკეში - გიორგი რუხაძის დაცვის წევრი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

ვის წარუდგენენ ბრალს ვაკეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის და მკვლელობის საქმეზე?  „პირველებისთვის„  ცნობილი ხდება, რომ თურქეთის კლინიკაში პოლკოვნიკი კახაბერ გაბრიელაშივლი გარდაიცვალა.

გაბრიელაშვილი,  ძმები კაკულიების ახლო ნათესავის, გიორგი რუხაძის პირადი დაცვის წევრი იყო. ის ტაბიძის ქუჩაზე 18 აპრილს იმ დროს დაიჭრა, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, ქურდიაშვილმა ჩასაფრება მოუწყო რუხაძეს და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობები. 

ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა თავად ქურთიაშვილიც. ის ამ დრომდე კლინიკაშია და სავარუდოდ, ახლა უკვე ბრალის წარდგენას ელოდება.