სექსუალურ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პედაგოგს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, ჩოხატაურის ერთ-ერთი სკოლის ისტორიის პედაგოგს, რომელიც მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო.
ბრალდებულის ადვოკატის, დავით მამალაძის ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალი გადააკვალიფიცირა და მასწავლებელს, 138-ე მუხლის ნაცვლად, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით წაუყენა, რაც იძულებას გულისხმობს.
დავით მამალაძე არ აკონკრეტებს რა იგულისხმება იძულებაში და რას აიძულებდა 64 წლის მასწავლებელი აბიტურიენტს.
მამალაძე ამბობს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.