საქართველომ ლიეტუვასგან „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო

24.07.21 10:26
საქართველომ ლიეტუვასგან „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო

საქართველომ ლიეტუვასგან „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო. ვაქცინები თბილისის აეროპორტში დღეს ჩამოვიდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვას მთავრობას ვაქცინებისთვის სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.

ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, ასტრაზენეკას ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!" - წერია ზალკალიანის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.