სისხლიანი გარჩევა მარნეულში - დაჭრილია შუახნის ქალი

24.07.21 11:04
სისხლიანი გარჩევა მარნეულში - დაჭრილია შუახნის ქალი

მარნეულში სისხლიანი გარჩევის შედეგად ქალი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, ქალი კონფლიქტში მონაწილე შვილის დედაა და მისთვის მოქნეული დანა მხარში მოხვდა. ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკაში მკურნალობს.

ადგილზე ორი პირი დააკავეს.