Pfizer-ზე რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება

24.07.21 11:11
Pfizer-ზე რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება

Pfizer-ის პირველი დოზის მისაღებად რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება. 12:00 საათზე პორტალზე  რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება ნებადართული.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, გარკვეული ცვლილებებია რეგისტრაციის წესში, რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში SMS-ის სახით.

„ფაიზერზე" რეგისტრაცია შეუძლია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებს და ასევე ინფექციის დადასტურებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ყველა პირს, რომელმაც გადაიტანა კოვიდინფექცია. ეს არის ორი ახალი ჯგუფი, რომელიც დაემატა და მათაც შეუძლიათ დარეგისტრირება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ", - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხებათ მათ, ვინც, „ფაიზერის“ პირველი დოზით უკვე აიცრნენ,ამ პირებმა მეორე დოზაზე რეგისტრაცია, დღეს 12:00 საათამდე უნდა გაიარონ.