პორტალი ისევ ხარვეზით მუშაობს - მოქალაქეები ვაქცინის მისაღებად ვერ რეგისტრირდებიან

24.07.21 12:36
პორტალი ისევ ხარვეზით მუშაობს - მოქალაქეები ვაქცინის მისაღებად ვერ რეგისტრირდებიან

ვაქცინაციის პორტალი ისევ  ხარვეზებით მუშაობს.მოქალაქეების დიდი ნაწილი Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად  რეგისტრაციას ვერ ახერხებს. 

20 ივლისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საიტი ტექნიკურად გააძლიერეს და ხარვეზები მოსალოდნელი აღარ იქნებოდა, თუმცა საიტმა მაინც გაჭედა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციის დროს ხარვეზებია. რეგისტრაციის პროცესი 4 ივლისსაც შეფერხდა. მაშინ რეგისტრაციის დროს საიტი საერთოდ გაითიშა.

ცნობისთვის, Pfizer-ის  500 000 დოზა საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა. ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველსო აშშ-მ აჩუქა.