ხმაური ოზურგეთის ბაზარში - ბაზრის ადმინისტრაციამ ქათმები და გოჭები ჩაკეტა (ვიდეო)

26.06.24 10:26
ხმაური ოზურგეთის ბაზარში - ბაზრის ადმინისტრაციამ ქათმები და გოჭები ჩაკეტა (ვიდეო)

 

 

ოზურგეთის ბაზრის ადმინისტრაციამ, ბაზარში ქათმები და გოჭები ჩაკეტა, ბოქლომი დაადო და გამოშვებას არ აპირებს.

მიზეზი სურსათის უვნებლობის სამსაზურის ჯარიმა გახდა. უწყებამ ბაზარი 1000 ლარით დააჯარიმა, ბაზრის ადმინიატრაციამ კი სანაცვლოდ შინაური ცხოველები და ფრინველები გამოკეტა.

მოვაჭრეები შინაური ცხოველების და ფრინველების გამოშვებას ითხოვენ.

ქათმები უჭმელია ამ დილას, გოჭი უჭმელია. ორი საათი არაფერი უჭრის,მაგრამ ხომ უნდა შევიდეთ? ე.ი., იძულებული ვართ გავტეხოთ ჭიშკარი, - ამბობსენ მფლობელები. 

ბაზარში მივიდა ადგილობრივი ოპოზიციაც, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა.