კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა დასტაბილურდა

24.07.21 14:01
კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა  დასტაბილურდა

ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე კვირა სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა,  დასტაბილურდა. ბავშვი მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 25 ბავშვია მოთავსებული.

რამდენიმე დღის წინ ციციშვილის კლინიკასი კოვიდინფიცირებული 2 ჩვილი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.