პოლიციამ გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

17.03.21 10:10
პოლიციამ გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  გორში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების   პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2001 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დააკავეს, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.დანაშაული კი 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.