12:00 საათიდან ამ დრომდე, Pfizer-ზე 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა

24.07.21 14:43
12:00 საათიდან ამ დრომდე, Pfizer-ზე 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა

12:00 საათიდან ამ დრომდე, „ფაიზერზე“ დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვაა.

გაბუნიას თქმით, პორტალზე ხარვეზები დაფიქსირდა, საიტი შენელებული იყო, თუმცა ამ დროისთვის პრობლემა მოგვარებულია. რაც შეეხება რეგისტრაციის კოდს, ის დარეგისტრირებულ პირს 24 საათის განმავლობაში გაეგზავნება.

პირველი 10-15 წუთი საიტის მუშაობა შედარებით ნელი იყო, თუმცა ნახევარ საათში ეს პრობლემა სრულად მოიხსნა. ამჟამად საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ არის.მოქალაქე, როდესაც დარეგისტრირდება, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია, 24 საათის განმავლობაში მიიღებს საბოლოო დასტურს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ აღარ იგზავნება შეტყობინება, შეტყობინება მითითებულ ნომერზე ჯავშნის დადასტურებით, 24 საათში მიიღებს",- აღნიშნავს გაბუნია.

მსგავსი სიახლეები