ადმინისტრაციის მიერ ჩაკეტილი ფრინველების ნაწილი მკვდარია - ოზურგეთის ბაზარში ხმაური და დაპირისპირებაა

26.06.24 14:01
ადმინისტრაციის მიერ ჩაკეტილი ფრინველების ნაწილი მკვდარია - ოზურგეთის ბაზარში ხმაური და დაპირისპირებაა

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის აგრარულ ბაზარში - მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცოცხალი ფრინველებით მოვაჭრეებს მათი ფართი დაკეტილი დახვდათ.

ტერიტორიის დაკეტვის მიზეზი ბაზრისთვის მიცემული სურსათის უვნებლობის სამსახურის რეკომენდაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ცოცხალი ფრინველითა და ცხოველებით სავაჭრო ტერიტორიას დამოუკიდებელი შესასვლელი უნდა გააჩნდეს.

მოვაჭრეები ფართის გახსნას ითხოვდნენ, თუმცა სურვილის გაუთვალისწინებლობის გამო, მათ ჭიშკარი ძალით გატეხეს. ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, მოვაჭრეების ნაწილს რამდენიმე ფრინველი მკვდარი დახვდა.