ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიის მთავრობა ავრცელებს.
ბელგიას ჯერ არ გამოუცხადებია, თუ რა ზომებს მოიცავს ახალი პაკეტი, თუმცა მთავრობა სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ პაკეტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ მიიღეს.
ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს ზომებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლაზე" - წერს ბელგიის მთავრობა.