"უმაგრეს გუნდს ვეთამაშებით დღეს, მაგრამ ჩვენთან არიან კვარაცხელიები, კაშიები, მიქაუტაძეები" - ოთო ნემსაძე
"უმაგრეს გუნდს ვეთამაშებით დღეს, მაგრამ ჩვენთან არიან კვარაცხელიები, კაშიები, მიქაუტაძეები" - ამის შესახებ განცხადება ოთო ნემსაძემ გერმანიაში, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა.
მომღერალი დარწმუნებულია, რომ ქართველი ფეხბურთელები პორტუგალიელებს არნახულ წინააღმდეგობას გაუწევენ და თამაში საქართველოს სასიკეთოდ გადაწყდება.
დღეს დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ, რადგან ამის გარეშე ფეხბურთის გულშემატკივრობა არ შეიძლება. ვიცი, რომ რონალდოები არიან. უმაგრეს გუნდს ვეთამაშებით დღეს, მაგრამ იცით რა არის, ჩვენთან არიან კვარაცხელიები, კაშიები, მიქაუტაძეები. ევროპული ფეხბურთისთვის ეს ამბავი ახალია და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი ნაკრები წარმატებას იზეიმებს", - ამბობს ოთო ნემსაძე.
ცნობისთვის, საქართველოს დროით 23:00 საათზე საქართველო-პორტუგალიის თამაში დაიწყება. უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც, დღევანდელ მატჩზე, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.