რუსული კანონის მხარდამჭერ ბეჟან წაქაძეს "მონა" ეძახეს (ვიდეო)

26.06.24 17:27
რუსული კანონის მხარდამჭერ ბეჟან წაქაძეს "მონა" ეძახეს (ვიდეო)

"ქართული ოცნების" დეპუტატმა მოქალაქეს აგინა - რუსული კანონის მხარდამჭერი ბეჟან წაქაძე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ევროპული ღირებულების მქონე ადამიანმა ივანიშვილის გუნდის წევრს "მონა" და "მოღალატე" დაუძახა.

"სარკეში ჩაიხედე და მიხვდები, რომ მონის სახე გაქვს" - უპასუხა გაბრაზებულმა წაქაძემ მოქალაქეს და იქვე განაცხადა, რომ იგი "ფულზე არავის არ გაყიდის".

სარკეში ჩაიხედე და მიხვდები, რომ მონის სახე გაქვს. მე თავისუფალი და ჩემი ქვეყნის მოყვარული ადამიანი ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მისთვის ბევრი გამიკეთებია და გავაკეთებ კიდევაც. იმის გამო, რომ თქვენ მე შეურაცხყოფას მაყენებთ, ჩემი ქვეყნისთვის ავიტან. ფულზე არავის არ გავყიდი", - უთხრა წაქაძემ მოქალაქეს.