ზარმაცები არიან - ზარქუა ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტზე

26.06.24 17:51
ზარმაცები არიან - ზარქუა ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტზე

"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბოიკოტში გადასულ ოპოზიციის საპარლამენტო ნაწილს ზარმაცებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ოპონენტები "ხელფასებზე მონადირენი" არიან.

როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, მათ შორის არის ვეტო, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები, წლიერი ანგარიში პრემიერის და ოპოზციია რას შვება? აქ ეზარებათ მოსვლა. ჩვენ გვგონია, რომ მათი ბოიკოტი ნიშნავს, რომ არიან ზარმაცები (რომან შენ არ გეხება), არიან არგუმენტის გარეშე დარჩენილები, არიან ხელფასებზე და სამსახურის მანქანაზე მონადირენი", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ანგარიშის წარსადგენად ემზადება - მთავრობის მეთაურის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში პარასკევს არის დადგმილი, თუმცა ირაკლი კობახიძეს, სავარაუდოდ, მხოლოდ "ქართული ოცნება" მოუსმენს, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია გადასული და რუსული კანონის გაპროტესტების შეწყვეტას არც პრემიერის გამო არ აპირებს.