ჩემი ფავორიტი "ჩაკვეა"... ჩვენმა ფეხბურთელებმა დღეს შეიძლება, ისე გაგვახარონ, რომ ჭკუიდან გადავიდეთ - მერაბ სეფაშვილი
ჩვენმა ფეხბურთელებმა დღეს შეიძლება, ისე გაგვახარონ, რომ ჭკუიდან გადავიდეთ - მერაბ სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ქვეყანას დიდ გამარჯვებას მოუტანს.
მოლოდინი მაქვს, რომ გამარჯვება შეგვიძლია. დღეს ვუსმენდი გიორგი ნემსაძე და აბსოლუტურად ვეთანხმები "კერპებს არ უნდა ვეთამაშოთ, უნდა ვეთამაშოთ ფეხბურთელებსო" და აბსოლუტურად ვეთანხმები. უნდა დაიჯერო შენი თავის და ყველაფერი შესაძლებელია. სურვილი და მონდომება არ აკლიათ ჩვენს ბიჭებს და მე ვფიქრობ, შეიძლება, ძალიან მაგრად გაგვახარონ, ისე გაგვახარონ, რომ შეიძლება, ჭკუიდან გადავიდეთ.
"ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, სეფაშვილს ფეხბურთელების გამორჩევა უჭირს თუმცა, ჩვენს მნაყურებელს მაინც უმხელს, რომ მისი ფავორიტი გიორგი ჩაკვეტაძეა.
ყველა ვარსკვლავები არიან, ჩემი აზრით და ასე გამორჩევა სწორი არ იქნება, თუმცა ჩემი ფავორიტი "ჩაკვეა", სუპერ ფეხბურთელია, კლასია და ჩემი სურვილია დღეს იყოს ძირითადში", - ამბობს მერაბ სეფაშვილი.
მერაბ სეფაშვილი "დღის ამბებში" ასევე დორტმუნდში ყოფნის დღეებს იხსენებს და ამბობს, რომ მატჩზე იმდენი ინერვიულად, რომ ლამის "ინფარქტი დაემართა"
მომღერალი, რომლის სიმღერაც ქართველი გულშემატკივრების ჰიმნად იქცა, ფიქრობს, რომ "ზღაპრის ბოლო" აუცილებლად კეთილი იქნება.
როგორც ერთ-ერთი რიგითი წევრი ისე დავდიოდი დორტმუნდის ქუჩებში და ისე ვმღეროდი ამ სიმღერას, არაფერი გამორჩეული ამაში არაფერი არ იყო, გარდა იმისა, რომ კინაღამ ინფარქტმა დამარტყა, ისე ვინერვიულე. კეთილი რომ იქნება ზღაპრის ბოლო, ეგ არის მთავარი", - ამბობს სეფაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს დროით 23:00 საათზე საქართველო-პორტუგალიის თამაში დაიწყება. უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც, დღევანდელ მატჩზე, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.