22 წლის ქეთი ჯავახიშვილის წამებით მკვლელობა ლილოში - ხმაურიანი სასამართლო სხდომის დეტალები

26.06.24 20:36
22 წლის ქეთი ჯავახიშვილის წამებით მკვლელობა ლილოში - ხმაურიანი სასამართლო სხდომის დეტალები

 

ლილოში წამებით მოკლული ქეთი ჯავახიშვილის საქმის განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე. ყველაფერი ბრალდებულის ადვოკატის შეურაცხმყოფელი კითხვებიდან დაიწყო, რომელსაც ის მოკლული გოგოს მშობლებს უსვამდა.  უფლებადამცველი მოსამართლემ ამის გამო დააჯარიმა, სასამართლომ კი შვილმოკლული მშობლების პირველი ჩვენები მოისმინა.

ქეთი ჯავახიშვილის დედ-მამა ამტკიცებს, რომ ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ახალგაზრდა გოგო ღამით სახლიდან მოტყუებით გაიყვანა, 59 ჭრილობა მიაყენა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი თხრილში ჩააგდო. მშობლების მონაყოლიდან ირკვევა, რომ ცინდელიანი ქეთი ჯავახიშვილზე წლების განმავლობაში ძალადობდა, მათ შორის ფულის გამოძალვის მიზნით.  განსასჯელის სკამზე მჯდომი ცინდელიანი დღეს დუმილით ისმენდა სასტიკი მკვლელობის დეტალებს. მსხვერპლის მშობლები  მისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვენ.

დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.