გასაყიდად გამზადებული 3 კგ "ამფეტამინი" - როგორ გავიდა პოლიცია ირანელი ნარკორეალიზატორის კვალზე? (სპეცოპერაციის დეტალები)
გასაყიდად გამზადებული 3 კილოგრამი ამფეტამინი - მკვლელი ნარკოტიკის საქართველოში შემოტანისთვის ირანის მოქალაქეა დაკავებული. მასთან ერთად კი ბრალი კიდევ 10 გამსაღებელს წარუდგინეს. ირანელ ნარკორეალიზატორზე სამართალდამცველები უკრაინის მოქალაქის დახმარებით გავიდნენ, რომელმაც პოლიციას საქართველოში შემოტანილ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკზე ინფორმაცია მიაწოდა.
ის თავადაც იყო ჩართული ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში, თუმცა ინფორმაციის მიმწოდებელი პოლიციას არ დაუკავებია. მძიმე ნარკოტიკის უპრეცედენტო პარტია დაკავებულის ბინიდან ამოიღეს. ამფეტამინი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ნივთიერებად ითვლება, რომელიც მომხმარებელში ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. სპეცოპერაციის შედეგად ჯამურად 24 პირია დაკავებული. მათგან 11-ს უვადო პატიმრობა ემუქრება.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.