საგანგაშო მდგომარეობა ალავერდის ტაძარში - ქარბორბალამ მე-11 საუკუნის კომპლექსს გადაუარა

26.06.24 20:31
საგანგაშო მდგომარეობა ალავერდის ტაძარში - ქარბორბალამ მე-11 საუკუნის კომპლექსს გადაუარა

 

საგანგაშო მდგომარეობა ისტორიულ კომპლექსში. ალავერდის ტაძარში  დილიდან   სპეციალისტები მუშაობენ. სწორედ მათ უნდა შეაფასონ ისტორიულ ძეგლში არსებული ვითარება და მხოლოდ   დასკვნის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისთვის ვითარება კრიტიკულია. მე-11 საუკუნის კომპლექსი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. 

ქარბორბალამ ტაძარს გადახადა გუმბათი და  მთლიანად ეკლესიის სახურავიც.  ჩამოშლილია საეპისკოპოსო სასახლეები, დაზიანებულია სამრეკვლო და სიძველეთსაცავიც. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები.  ასეთი ძლიერი ქარიშხალი ადგილობრივებს არ ახსოვთ. ხალხი უსაფრთხოდ ვერც შენობებში გრძნობდა თავს.  სტიქიამ, რომელიც 20 წუთი გრძელდებოდა  მონასტრის მიმდებარე მთელი ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.