ისტორიულ გამარჯვებას აღნიშნავენ რეგიონებშიც - ეროვნული ნაკრების წარმატებას გვიან ღამემდე ზეიმობდნენ ბათუმში

27.06.24 09:59
ისტორიულ გამარჯვებას აღნიშნავენ რეგიონებშიც - ეროვნული ნაკრების წარმატებას გვიან ღამემდე ზეიმობდნენ ბათუმში

ისტორიულ გამარჯვებას აღნიშნავენ რეგიონებშიც - ეროვნული ნაკრების წარმატებას გვიან ღამემდე ზეიმობდნენ ბათუმში.

შავი ზღვის პირა ქალაქის ქუჩებში რამდენიმე საათის განმავლობაში ქართული ფეხბურთის ჰიმნად ქცეული სიმღერის ხმები ისმოდა. ქალები, ბავშვები, მოხუცები, სპორტის დიდი გულშემატკივრები და დილეტანტებიც - ყველა ქუჩაში იყო და ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ.

ზოგი ამ გამარჯვებას წლები ელოდა, ზოგიც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ახლახან გახდა. დღეს ყველა ფეხბურთით ცხოვრობს და ფიქრობს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 

მსგავსი სიახლეები