ჰომოფობები კალაძის უწყებაში - მერიის თანამშრომელი, რომელიც 5 ივლისს რადიკალებთან ერთად იდგა
"ტვ პირველის" შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, დავით მეფარიშვილი 5 ივლისს რადიკალების აქციაზე იდგა. მეფარიშვილი კალაძის უწყებისგან იღებს ხელფაას, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის საყრდენი კადრია. მეფარიშვილი მამა-შვილი ფალავანდიშვილების დიდი გულშემატკივარია და "ალტ ინფოს" წევრებს პოლიციის შენობასთან საათობით ელოდა.
მეფარიშვილმა ტვ პირველის შაბათის ეთერთან ჯერ აქციაზე ყოფნა კატეგორიულად უარყო, შემდეგ კი წამოცდა, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს რადიკალების გვერდით იდგა. ბოლოს კი თავი ვერ შეიკავა და კამერის წინ ჰომოფობიური განცხადებებიც გააკეთა. კალაძის დაქვემდებარებული უწყების თანამშრომელი ამტკიცებს, რომ 5 ივლისს, ორშაბათ დღეს მას დასვენება ჰქონდა.
ყველა გავიდა დასაცავად, არ უნდა ჩატარებულიყო პრაიდი, ანალოგიურად გავედი მეც. იმ დღეს მე არ ვმუშაობდი. 5 ივლისს ყველა ცემი მეგობარი კარგად მოიქცა. თქვენმა ჯგუფებმა ვიღაცეები ცემეს, რომ შექმნილიყო ფონი, რომ ვითომ თავისუფალ მედიაზე... თქვენ რომ ნება მოგცეთ იქ ვინც იყო ყველას დახვრიტავდით, თქვენ ხართ მეხუთე კოლონა", - ამბობს მეფარიშვილი ტვ პირველთან.