მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულმა მამის საფლავზე თავი მოიკლა
"პირველების" ინფორმაციით, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულმა, 34 წლის ლაშა ცხომელიძემ მამის საფლავზე თავი მოიკლა.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ოზირგეთში, სოფელ დვაბზუში თვითმკვლელობამდე კაცმა მეზობელს 6 ტყვია ესროლა და მოკლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა,შენახვა, ტარებას გულისხმობს.