შეღებილი წვერი, თმა და გაპარსული ულვაში - ქართველი გულშემატკივრების საჯაროდ დადებული პირობები

27.06.24 17:37
შეღებილი წვერი, თმა და გაპარსული ულვაში - ქართველი გულშემატკივრების საჯაროდ დადებული პირობები

 

ქართველი გულშემატკივრების საჯაროდ დადებული პირობები - ქომაგები დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში, წვერ და თმა შეღებილები დადიან. ზოგმა წლების ნაზარდი ულვაშიც კი მოპირსა.

ისინი ამბობენ, რომ თუ საქართველოს ნაკრები ესპანეთსაც მოუგებს, კიდევ ბევრ პირობას დადებენ და აასრულებენ.

თამაშამდე ერთი დღით ადრე, თანამშრომლებმა დავდეთ პირობა, ეხლა ზოგიერთი ულვაშით დადის და ზოგიერთ ვილი სანიოლის ფოტო უყენია პროფაილ ფიქჩერზე, ამიტომ ბევრი პირობა შესრულდა ჩემთან სამსახურში", - ამბობს გულშემატკივარი.

გადავწყვიტე, რომ ეგ არის, თამ უნდა შევირებო, თუ საქართველო მოუგებს პორტუგალიას. ბრძოლის მოლოდინი ნამდვილად მქონდა, მაგრამ ასე გამოვსულიყავით და ასეთი გამართული ფეხბურთი გევთამაშა, რომ არ მოგატყუოთ, დიდად არ მქონდა. კი ველოდი, ამ ბიჭებისგან ყველაფერს, მაგრამ ის მომენტი არ მქონია, რომ გავალთ და 2:0-ს მოვუგებთ პორტუგალიას. თმა კი არა, ახლა ვფიქრობ, ესპანეთს თუ მოვიგებთ, რა გავაკეთო", - ამბობს მერაბ ყუფარაძე

14 წელი მქონდა წვერი, ხოდა ვთქვი, თუ მოვიგებთ გავიპარსავთქო, ხოდა მოხდა სასწაული და მოვიგეთ. რა ტქმა უნდა, პირობა შევასრულე და როგორც მხედავთ, ახლა თავს ვგრძნობ შიშვლად", - ამბობს ქართველი გულშემატკივარი.

გუშინ საქათველომ პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ჩვენი ნაკრები მერვედფინალშია.

პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.