სლოვაკური მედია: ჯაბა კანკავა ბრატისლავის "სლოვანს" ემშვიდობება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა ბრატისლავის სლოვანს ემშვიდობება. ამის შესახებ ინფორმაციას europop სლოვაკური მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 38 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი თქვა.
ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ბრატისლავის სლოვანში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნიდა, 2021 წლის ზაფხულში ერთად გადავიდნენ და სამჯერ სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტული მოიგეს. კონტრაქტი ორივე ქართველ ლეგიონერს ამოეწურა და სლოვანი მათთან თანაშშრომლობის გაგრძელებას აპირებდა.