2061 ახალი შემთხვევა და 23 გარდაცვლილი 24 საათში - კორონავირუსის სტატისტიკა

25.07.21 10:58
2061 ახალი შემთხვევა და 23 გარდაცვლილი 24 საათში - კორონავირუსის სტატისტიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში  კორონავირუსის  2061 ახალი შემთხვევა  გამოვლინდა და  კიდევ 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1654 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 402 759 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 373 088, გარდაიცვალა 5 688 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,6%, ბოლო 14 დღის - 5,66%, ბოლო 7 დღის - 6,3%