შურისძიება ჩოხატაურში - ყოფილმა პოლიციელმა მასწავლებელი გაიტაცა

25.07.21 11:06
შურისძიება ჩოხატაურში -  ყოფილმა პოლიციელმა მასწავლებელი გაიტაცა

ჩოხატაურში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მოსწავლის ახლობლები სავარაუდო მოძალადეს გაუსწორდნენ. ტვ პირველის ინფორმაციით, მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლის მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, შვილთან ერთად გაიტაცეს და სცემეს. გამტაცებელი ტატო ვასაძე ყოფილი პოლიციელი და მსხვერპლის ახლობელია.

არსებული ინფორმაციით გატაცებულ მასწავლებელს და მის შვილს ფულიც გამოსძალეს. მომხდარის შესახებ მასწავლებელმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.

შეგახსენებთ, რომ ისტორიის პედაგოგს, 64 წლის კაცს, არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ირკვევა, რომ მამაკაცი გოგონას გამოცდისთვის ამზადებდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში მოხდა. 

გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს რაც იძულებას გულისხმობს.