2 კგ-მდე კოკაინის შემოტანის ფაქტზე თბილისის აეროპორტში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

25.07.21 11:10
2 კგ-მდე კოკაინის შემოტანის ფაქტზე თბილისის აეროპორტში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

"შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა.გ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილ სამალავში დაახლოებით 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“აღმოაჩინეს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ამ ეტაპზე, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ ბრაზილიის რესპუბლიკაში შეიძინა და ტრანზიტული გზით საქართველოში შემოტანა",- წერია შსს-ის განცახდებაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები