შანტაჟი 13 წლის ბავშვზე - დაკავებულ პირთა წრე შესაძლოა გაიზარდოს

28.06.24 15:31
შანტაჟი 13 წლის ბავშვზე - დაკავებულ პირთა წრე შესაძლოა გაიზარდოს

13 წლის გოგონას ინტიმური ფოტოების გავრცელების საქმეზე შესაძლოა, დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს. პედოფილიაში მხილებული კაცი, რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა.

პროცესი დაიხურა, თუმცა "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული მამაკაცი დანაშაულს აღიარებს. ახლა გამოძიება სხვა შესაძლო დამნამავეების გამოვლენაზე მუშაობს.

სავარაუდოდ, არსებობენ სხვა მამაკაცები, რომლებიც სკოლის მოსწავლეს ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობდნენ და მისგან შიშველი ფოტოების გაგზავნას ითხოვდნენ. 

არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლემ 28 წლის კაცის შანტაჟს ვერ გაუძლო და კაცი სოციალურ ქსელში დაბლოკა. მოგვიანებით კი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მისი შიშველი ფოტოები აღმოაჩინა.