"მგონია, რომ ხელისუფლებაც, ბიზნესიც აქტიურად უნდა ჩაერთონ" - კეკელიძე საქართველო-ესპანეთის თამაშის ბილეთებზე
32 წუთში გაყიდული ყველა ბილეთი - საქართველო-ესპანეთის თამაშს 10 ათასი ქართველი ქომაგი დაესწრება. მწერალ გიორგი კეკელიძეს იმედი აქვს, რომ მატჩზე დასწრებას ჩვეულებრივი მოქალაქეებიც შეძლებენ და ესპანეთთან თამაშზე მხოლოდ ცნობად სახეებს არ იეცემათ დასწრების შესაძლებლობა.
მე მგონია, რომ ხელისუფლებაც, ბიზნესიც აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ ამბავში და დიდი იმედი მაქვს, რომ იქ აღმოჩნდებიან, ამ თვალსაზირისით, ვგულისხმობ იმ ხალხს, ვისაც დააფინანსებს, არა მაინც და მაინც, ცნობადი სახეები, არამედ უბრალოდ ადამიანები, თანამშრომლები, რომლებიც ფეხბურთს გულშემატკივრობენ. მგონია, რომ ბრძოლა იქნება სერიოზული და შანსები გვაქვს", - ამბობს გიორგი კეკელიძე.
ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები რევანშისტული მატჩისთვის ემზადებიან. კიოლნის გიგანტურ საფეხბურთო მოედანთან კვირას ისევ გაისმება ბევრი ქართული შეძახილი და ისევ იმღერებ ჩვენი ფეხბურთელები საქართველოს ეროვნულ ჰიმნს. ცნობილია, რომ მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 7 ჩარტერული რეისი შესრულდება. ერთი გზის საფასური კი საშუალოდდ 195 ევრო იქნება.