ესპანეთთან მატჩზე სტადიონზე ბევრნი უნდა ვიყოთ - ნანკა კალატოზიშვილი
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრებთან მათზე სტადიონზე ბევრი ქარტელი გულშემატკივარი უნდა იყოს, რადგან ეს მოგებისთის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ, მსახიობი ადამიანებს, კომპანიებს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვთ, მოუწოდებს, რომ ხალხი, თანამშრომლები, ბილეთითა თუ ფრენით უზრუნველყონ.
ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გულშემატკივარი იქ იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივარი და მე ძალიან ვნერვიულობდი თავიდან, რომ ცოტა გულშემატკივარი არ ყოფილიყო. ძალიან ბევრი ადამიანი ჩავიდა და ეს ძალიან მაბედნიერებდა. ძალიან მინდა, რომ ესპანეტთან მატჩის დროსაც სავსე იყოს ქართველი ქომაგებით სტადიონი, ამიტომ ვისაც შეუძლიათ, ფრენა იქნება ეს თუ ბილეთით, უნდა უზრუნველყონ ადამიანები, თანამშრომელბი, არ ვიცი ვინც უნდათ. ძალიან ბევრი გულშემატკივრები უნდა იყვნენ სტადიონზე იმიტომ, რომ ესპანეთთან თამაშს ვიგებთ", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
32 წუთში გაყიდული ყველა ბილეთი - საქართველო-ესპანეთის თამაშს 10 ათასი ქართველი ქომაგი დაესწრება. ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები რევანშისტული მატჩისთვის ემზადებიან. კიოლნის გიგანტურ საფეხბურთო მოედანთან კვირას ისევ გაისმება ბევრი ქართული შეძახილი. ცნობილია, რომ მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 7 ჩარტერული რეისი შესრულდება. ერთი გზის საფასური კი საშუალოდ 195 ევრო იქნება.